|
2021-09-10 15:39:45, 466 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - მთავარი გამოწვევა უმუშევრობა, გაჭირვება და სიღარიბეა
ჩვენ, ყველამ ერთად, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მოყოლებული, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ახლაც, მე-8 არჩევნებში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად, რადგან ჩვენს გუნდს ალტერნატივა არ ჰყავს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა თავისი პასუხისმგებლიანი საქმით დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი და ძალა, რომ მართოს ქვეყანა და აიღოს პასუხისმგებლობა მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოებაზე. „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზე. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ შთამბეჭდავია ის საქმე, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ძალიან ბევრი გამოწვევაა ჩვენი ხალხის წინაშე. კარგად ვიცით, რომ მთავარი გამოწვევაა უმუშევრობა, გაჭირვება, სიღარიბე. სწორედ ამიტომაც, ყველას მთავარი საქმე და საზრუნავი, იქნება ეს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი ხელისუფლება, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა იყოს კონცენტრირებული. ბოლო წლებში ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი დავაფინანსეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, განათლების მიმართულებით ჩვენს მიერ გადადგმული ეფექტიანი ნაბიჯები, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 170-ზე მეტი ახალი სკოლა აშენდე, 250 რეაბილიტირდა, ბაღების მშენებლობა, ასობით ახალი საბავშვო ბაღის აშენება, აღდგენა-რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, ყველა მუნიციპალიტეტში გზებს ჩავუტარეთ რეაბილიტაცია, ჯამში 10 ათასი კმ გზის რეაბილიტაცია-აღდგენა მოხდა ბოლო 8-9 წლის განმავლობაში. ამას გარდა, ძალიან აქტიურად ვახორციელებთ ძალიან მასშტაბურ, საუკუნის პროექტებს, როგორიც არის რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე ძალიან შთამბეჭდავი პროექტები, ახლა ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობაზე", - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ყველაფერი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება, თუმცა გამოწვევად რჩება უმუშევრობა და სიღარიბე, რომელიც ქვეყნის მთავარი პრობლემაა. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ უმუშევრობა და სიღარიბე არ დამდგარა გუშინ და გუშინწინ. ეს არის სწორედ იმ უგუნური, არასწორი პოლიტიკის შედეგი, რომელიც ჩვენმა წინა ხელისუფლებებმა, უგუნურმა მმართველებმა მოიტანეს ჩვენს ქვეყანაში. მოსახლეობას ძალიან გაუჭირდა, დაკარგეს სამუშაო ადგილები. ათასობით და ასი ათასობით მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ბევრი რამ არასწორი მიმართულებით განვითარდა, გვქონდა ძალიან ბევრი შიდა არეულობა, ომი, კონფლიქტები და ა.შ." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)