|
2021-09-10 12:21:22, 514 ნახვა
საზოგადოება
აჭარის სოფლებში covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი ფართოვდება
covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდის მიზნით, აცრების ადმინისტრირების პროცეში სოფლის ექიმები ჩაერთვებიან და ვაქცინაციას სოფლის ამბულატორიებში ჩაატარებენ. პირველად ჯანდაცვის ცენტრებთან მოშორებულ სოფლებში, ვაქცინაცია გაგრძელდება გამსვლელი ბრიგადების საშუალებით. გამსვლელი ბრიგადების მორიგი ვაქცინაცია ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების - რიყეთისა და დიოკნისის საექიმო ამბულატორიებში. ,,ჩვენს რეგიონში ყოველდღიურად ფართოვდება იმუნიზაციის პროცესი. გასვლითი ბრიგადები ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მოძრაობენ მთელს რეგიონში, მუნიციპალიტეტებში. სულ 17-მდე სოფელში 500-ზე მეტი ვაქცინაა ადმინისტრირებული, თუმცა ეს ტემპი არ არის საკმარისი და მიზნად გვაქვს თიოეული სოფლის ამბულატორიის ვაქცინაციაში ჩართვა. პროცესი უკვე დაწყებულია, 60-ვე უბანი შეუერთდება იმუნიზაციის პროცესს და პრაქტიკულად მთელი მუნიციპალიტეტები, სოფლების ჩათვლით, უნდა აიცრას სოფლის ექიმის ოპერირების შედეგად. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას უფრო მეტი აქტიურობისაკენ. ვალდებულები ვართ შემოდგომის სეზონს დაბალი რისკებით შევხვდეთ, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას ისარგებლოთ შესაძლებლობით, მიმართოთ სოფლის ამბულატორიას და ჩაიტაროთ ვაქცინაცია“ - აღნიშნა მინისტრმა, დიოკნისის ამბულატორიაში ვაქცინაციის პროცესის მონახულებისას. ნინო ნიჟარაძე ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებსაც დაესწრო, რომელიც covid-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ აჭარის რეგიონში პირველადი ჯანდაცვის ექიმებთან, საშუალო სამედიცინო რგოლის წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით. როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ,,აჭარაში, ნაწილი სოფლის ამბულატორიები უკვე ჩართულია Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში და ძალიან მალე, მუნიციპალიტეტებში ყველა სამედიცინო საექიმო უბანი შეუერთდება. დღეს აჭარის სოფლებში ჩვეულებრივად ხდება ადმინისტრირება, როგორც ფაიზერის, ასევე ჩინური ვაქცინების. მომდევნო პერიოდში სოფლის ექიმები დაიწყებენ ჩინური ვაქცინაცინების ადმინისტრირებას. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეეძლება ეწვიოს საექიმო ამბულატორიას და აიცრას“. აჭარის ა/რ მასშტაბით, ამ დროისთვის სულ - 172 693 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული, მათ შორის ორი დოზა - 66 550, რაც პროცენტულად ერთი დოზით მოზრდილი მოსახლეობის 39.2 % -ს, ხოლო ორი დოზით 24.6 %-ს შეადგენს.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)