08:02 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 11:57:48, 555 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ-ინფოს“ ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ნებართვა მისცა

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ-ინფოს“ ქვეყნის მასშტაბით გავრცელების ნებართვა მისცა.

2021 წლის 09 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „ალტ ინფოს“ მოთხოვნით 2020 წლის 26 ნოემბრის Noგ-20-1/865 გადაწყვეტილებაში ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც “ალტ-ინფო” “სტერეო +” - ს მულტიპლექს პლატფორმის საშუალებით,საქართველოს ტერიტორიაზე 15 სექტემბრიდან გავრცელდება.

“ალტ ინფოს” მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა 12 საათია, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

მოდიფიცირების პროცესში კომისიის წევრებს კითხვები არ დაუსვამთ. მაგალითად, კომისიას არ გამოუკვლევია განსახორციელებელი საქმიანობის დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია ეროვნული გავრცელებისათვის საჭირო ხარჯებისა თუ დაფინანსების წყაროების შესახებ.მით უფრო, როცა კომისიის ვებ გვერდის მიხედვით, მაუწყებელმა 2021 წლის მეორე კვარტალში კონტენტის რეალიზებიდან 2,550 ლარი მიიღო, ხოლო მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა 20 939 ლარია.რაც შეეხება 2021 წლის პირველ კვარტალს კონტენტის რეალიზება კომპანიამ 850 ლარად შეძლო,ხოლო მაუწყებლის მფლობელის შემოწირულობა 7 366 ლარი შეადგინა.

სს ,,სილქნეტის“ და შპს ,,ალტ-ინფოს“  შორის მოლაპარაკება შედგა, 2021 წლის 08 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება  სავალდებულო გატარების თაობაზე და რამდენიმე დღეში არხის სს “სილქნეტის”სამომხმარებლო პაკეტში განთავსდება.მოლაპარაკების შედეგებიდან გამომდინარე, კომისიამ შპს “ალტ ინფოს” მეორე საჩივარი, რომლითაც განმცხადებელი სს“სილქნეტისათვის” სანქციის დაკისრებასაც მოითხოვდა, განუხილველად დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics