08:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 18:36:12, 467 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პოლოლიკაშვილი-საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა განავითაროს როგორც ღვინის ასევე აგრო ტურიზმი

პორტუგალიაში მიმდინარე  ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე  გლობალურ კონფერენციაზე მედიასთან საქართველოს შესახებ ისაუბრა გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. გენერალური მდივნის განცხადებით საქართველოს მთავრობამ ტურიზმის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.-ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ეს არის პირველი კონფერენცია, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება დასწრებით.  მოხარული ვარ, რომ ამ კონფერენციას საქართველოს დელეგაცია ესწრება. ტურიზმი საქართველოში მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა რამდენიმე წელია აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის ნაწილში.  ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტურისტებმა შეძლონ ღვინის რეგიონების, მათ შორის კახეთის მონახულება."-განაცხადა პოლოლიკაშვილმა

მისი თქმით, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაცია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს გადადგამს. ორგანიზაციამ წელს გამოაცხადა აგროტურიზმის სტარტაპების კონკურსი (UNჭთO Gლობალ ღურალ თოურისმ შტარტუპ ჩომპეტიტიონ). კონკურსი მიზნად ისახავს აღმოაჩინოს სტარტაპერები და მეწარმეები, რომლებიც ხელს შეუწყობენ და გაზრდიან აგროტურიზმის წვლილს ტურიზმის განვითარებასა და პოსტ-პანდემიურ პერიოდში მის აღდგენაში.

„ჩვენ 2021 წელი აგროტურიზმის განვითარების მიმართულებით გამოვაცხადეთ ძალიან აქტიურად და შემდეგი 3,4 წელი კონცეტრაციას  მოვახდენთ აგრარული ტურიზმის განვითარებაზე.

საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობები, როგორც ინვესტიციის, ასევე ვიზიტორთა მიმზიდველობის.  ჩვენი ამოცანაა სხვადასხვა  ქვეყნების, მათ შორის  პორტუგალიის გამოცდილება გამოვიყენოთ და    და ხელი შევუწყოთ ღვინის და აგრო  ტურიზმის განვითარებას."-განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics