23:36 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 14:02:19, 417 ნახვა

საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ინდივიდუალური შეხვედრები მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს უკეთ გავეცნო

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ მერაბ კვიცარიძესა და პარტიის წევრებთან ერთად, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგმების გაცნობის შემდეგ, მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები და რჩევები მოისმინა. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის აუცილებლობაზე საერთო პრობლემების მოგვარების პროცესში.

"ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტად მაძლევს საშუალებას უკეთ გავეცნო ჩემი თანაქალაქელების კონკრეტულ პრობლემებს და მათ დამოკიდებულებას ქუთაისის განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებზე. სათქმელიც და მიდგომაც ხშირად განსხვავდება ერთმანეთსგან, მაგრამ საერთოა მიზანი - ყველას უნდა მშვიდობიანი, უსაფრთხო  გარემო არსებობისთვის, უკეთესი მომავლისთვის და  მოწესრიგებულ, ლამაზ  ქალაქში ცხოვრება და საქმიანობა.
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ აუცილებელია ქუთაისის თანაბარი განვითარება, რაც ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, განათლების ხელშეწყობასთან ერთად, უალტერნატივო პრიორიტეტია" - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics