|
2021-09-08 13:34:44, 433 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს სხდომა გაიმართა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა. მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ბავშვთა იმუნიზაციის პროცესი , ქვეყანაში „სინოფარმის“ დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხი და ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი. შეხვედრაზე მინისტრმა მაღალ რისკჯგუფებში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლეტალობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი 70 წლის ზემოთ მოქალაქეებშია, ასევე, ავადობისა და ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელია 60 წელს ზემოთ მოქალაქეებშიც. სწორედ ამიტომ , პენსიონერების ვაქცინაციის წასახალისებლად ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებას გეგმავს. „ამ პროცესში ოჯახის ექიმების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დაევალებათ, რომ თავიანთ უბნებზე საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა და ბერკეტი არის, რომ მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდების შედეგად, ნებაყოფლობით მოხდეს მოქალაქეების აცრა. გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ვიმსჯელოთ სხვადასხვა ფინანსურ, წამახალისებელ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება, გახდეს მოტივატორი ჩვენი პენსიონერი მოქალაქეებისთვის“,– ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, საქართველო წითელი ჯვრისგან საჩუქრად 100 ათას დოზა “სინოფარმს“ შაბათს მიიღებს, რეგისტრაცია კი ორშაბათიდან განახლდება. იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში. გარდა ამისა, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან. გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზიც, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ. 8 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 366 678 აცრა ჩატარდა. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)