23:54 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 12:06:52, 480 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტერიტორია კერძო საკუთრება იყო და ორი წელი დასჭირდა მუნიციპალიტეტს, რომ ის დაებრუნებინა.

„დიდი დიღმის მოსახლეობა ითხოვდა პარკის გაშენებას, თუმცა, ამის შესაძლებლობა არ იყო ადგილის გამო, რადგან, ძირითადად გასხვისებული იყო ტერიტორიები. ამჯერად საქმე ეხება დიდი დიღმის მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიას, სადაც რეკრეაციული სივრცის მოწყობას ითხოვდნენ. ეს ტერიტორია იყო კერძო საკუთრება და ჩვენ უკვე ორი წელია, ვმუშაობთ გამგეობასთან და საკრებულოსთან ერთად, რომ ეს ტერიტორია დაბრუნებოდა მუნიციპალიტეტს.

დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ადგილმონაცვლეობა განხორციელდა და ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. მინდა დავავალო საბურთალოს რაიონის გამგეობას, რომ ჩვენი დაპირებისამებრ, აქ მოეწყოს რეკრეაციული ზონა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობა გაგრძელდება. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics