23:54 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-08 11:46:43, 449 ნახვა

საზოგადოება
სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 10 სექტემბრიდან დაიწყება და 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძე დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წლებში სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამაზე სწავლის საფასური, ჯამში, 5 000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა, 2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

„2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის  სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, ცვლილებების შედეგად კი, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ამ ცვლილებების შედეგად, 1 400-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

„გასაცემი დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა წლიურად 2 250,  ხოლო სემესტრულად 1 125 ლარია, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics