|
2021-09-07 10:57:32, 535 ნახვა
საზოგადოება
იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს
"ქართული ოცნება - დემკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კახაბერ ბოჭორიშვილთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მერობის კანიდატმა აღნიშნა, რომ წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს. აქედან, 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება. მისი თქმით, ქალაქისთვის საბაზისო ინფრაქსტრუქტურის მოწესრიგება გასულ წელს მერად არჩევის დღიდან დაიწყო და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი საქმიანობის მთავარი აზრი სწორედ ქუთაისის თანაბარი განვითარება იქნება. „გასულ წელს წინასაარჩევნოდ დაგპირდით, რომ ახალ მუნიციპალურ ტრანსპორტს შემოვიყვანდით. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლითაც ქუთაისელების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა უზრუნველყოფილი. კიდევ არაერთი დაპირება შევასრულეთ, რადგან სიტყვისკაცობა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პიროვნული ღირებულებაა",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. მისი თქმით, მერად ხელახალი არჩევის შემთხვევაში, საქალაქო ტრანსპორტის ტარიფი შენარჩუნდება, განახევრებული ტარიფებით, კი ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები, სტუდენტები, სკოლისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები, ხოლო უფასოდ იმგზავრებენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ოჯახის წევრები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველი ადამიანები. „ჩემს გუნდთან ერთად, ნიკეასა და ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი რეკრიაციული ზონა მოეწყო, მოწესრიგდა შიდა ეზოები და სკვერები, განთავსდა ბავშვთა ატრაქციონები და სატრენაჟორო მოწყობილობები, რომელთა ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. დასრულდა ახალი შემოვლითი გზის სამუშაოები, რომლის საშუალებითაც ერთმანეთს ქალაქის 4 მსხვილი უბანი დაუკავშირდა"- აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა. მერობის კანდიდატის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მთავარი ეროვნული იდეა განათლებაა, ქუთაისი, კი ამ ეროვნული იდეის მთავარი ქალაქია და სწორედ ამ სტატუსის დასამკვიდრებლად დაარსდა საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლითაც არა მარტო ჩვენი ქალაქი, არამედ საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო არენაზე. იოსებ ხახალეიშვილი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანაობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია იმ გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს. „ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს", - მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა მოსახლეობას.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)