|
2021-09-06 14:50:08, 632 ნახვა
მსოფლიო
BBC-„თალიბებმა“ რვა თვის ორსული პოლიციელი, ოჯახის წევრების თვალწინ მოკლეს
ავღანეთში „თალიბებმა” პოლიციელი ქალი მოკლეს, რომელიც რვა თვის ორუსლი იყო- ამის შესახებ თვითმხილველებმა BBC- ს განუცხადეს. მათივე ცნობით, ცენტრალური გოორის პროვინციის დედაქალაქ ფიროკოჰიში, მცხოვრები ქალი, ბანუ ნაგარი სახლში, ოჯახისა და ნათესავების თვალწინ მოკლეს. ახლობლების თქმით, სამი შეიარაღებული პირი შაბათს გარდაცვლილის გასაჩხრეკად მივიდა. როგორც მომწეები იხსენებენ, თავდამსხმელები არაბულად საუბრობდნენ. თვითმხილველების განმარტებით, მკვლელობის მიზეზი შურისძიება და ავღანეთის წინა ხელისუფლებასთან კავშირებია. ნაგარი წლების განმავლობაში ფიროკოჰის ციხეში მუშაობდა, სადაც ის ზედამხედველობას თალიბებსაც უწევდა. თალიბანი სხვადასხვა მეთოდებით აქტიურად ცდილობს გამოავლინოს ის პიროვნებები, რომლებიც აშშ-სთან დან ხელისუფლებასთან თანამშრომლობდნენ. „თალიბანის“ სპიკერმა ზაბიულა მუჯაჰედმა BBC- ს განუცხადა, რომ მათ ნაგარის სიკვდილთან კავშირი არ აქვთ და მომხდარს იძიებენ. "ჩვენ ვიცით ინციდენტის შესახებ და მე ვადასტურებ, რომ „თალიბებს“ ის არ მოუკლავთ, გამოძიება გრძელდება."-განაცხადა მუჯაჰიდიმ. მან დაამატა, რომ თალიბანმა უკვე გამოაცხადა ამნისტია იმ ადამიანებისთვის, ვინც მუშაობდა წინ ხელისუფლების ადმინისტრაციაში .
საქართველოში მენეჯერების პოზიციაზე ქალების ხელფასი საშუალოდ 2 713 ლარია, ხოლო კაცების — 4 312 ლარი
ელენე ხოშტარია: იკრძალება არა 5, არამედ 7 პარტია
OSСEPA-ს პრეზიდენტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობით
ბერდია სიჭინავა - ჩორჩანა ოკუპაციას რომ გადარჩა, ეს შემდგარი ფაქტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)