17:15 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-05 10:55:16, 599 ნახვა

მსოფლიო
თალიბებმა გეი მამაკაცი გააუპატიურეს და სცემეს

თალიბებმა გეი მამაკაცი გააუპატიურეს და სცემეს მას შემდეგ, რაც  ქვეყნიდან გაყვანას დაპირდნენ და მოატყუეს. - ბრიტანული ITV -ს ცნობით, თალიბებმა ის სოციალური ქსელის საშუალებით მოატყუეს და ქვეყნიდან გაქცევის გზა შესთავაზეს. დანიშნულ ადგილას შეხვედრის შემდეგ, ის გააუპატიურეს და სცემეს. 

მედიასაშუალების ცნობით, ჰანიკს (სახელი შეცვლილია) სამი კვირა თალიბანის წარმომადგენელთან მიმოწერა ჰქონდა, მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ აღნიშნული პირი ავღანეთის დატოვებაში დაეხმარებოდა, მას შეხვდა. 
"ისინი ამბობენ (თალიბები) რომ შეიცვალენ და პარივის ცემენ ქალებს, იცავენ ადამიანის უფლებებს, მაგრამ იტყუებიან. ისინი არ შეცვლილან და მსოფლიოს ატყუებენ" - განუცხადა ჰანიკმა ტელევიზიას.
ავღანელი აქტივისტების თქმით, სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებზე ძალადობის მიზნით, თალიბანი აქტიურად იყენებს სოციალურ პლატფორმებს, ფორუმებსა და ჯგუფებს.

ცრუ პროფილების საშუალებით ისინი პოულობენ სამიზნეებს და შემდეგ ქვეყნიდან გაქცევის პირობით შეხვედრას უნიშნავენ, საიდანაც ნაწილი ცოცხალი ვერც ბრუნდება. 

"თალიბანი სოციალურ მედიას სექსუალური უმცირესობებისთვის ხაფანგების შესაქმნელად იყენებს". – თქვა ავღანელმა აქტივისტმა, ნემატ სადატმა. 

თალიბანის წინა მმართველობის დროს, ჰომოსექსუალ კაცებს სიკვდილით სჯიდნენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics