00:18 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-04 21:22:39, 728 ნახვა

საზოგადოება
კერძო კლინიკებში მყოფი პატიმრები ოჯახის წევრებს შეუფერხებლად დაუკავშირდებიან

დღეიდან  თბილისის ერთ-ერთ  სამოქალაქო კლინიკასა  და  ხონის საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ ყველა  მსჯავრდებულს უკვე პირადად შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი  ოჯახის წევრებს მიაწოდოს.-ინფრომაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გაჟღერებული  ინიციატივა უკვე შეუფერხებლად ხორციელდება და  მსჯავრდებულებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით შეუძლიათ ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნონ.

„ამ ეტაპზე თბილისის  სამოქალაქო კლინიკაში ხუთი  სატელეფონო ჯიხური  ფუნქციონირებს,  ხონის საავადმყოფოსთან არსებული საკარანტინე სივრცეში კი- ოთხი.

პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას  შესაბამისი კომპანია უზრუნველყოფს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ემსახურება.“- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics