11:54 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-04 17:36:01, 319 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - წყალტუბოში ახალი ტურისტული ადგილი - თეთრა მღვიმე კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას

სასიხარულოა, რომ შეიქმნა ახალი ტურისტული ადგილი, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ მღვიმე და გაეცნონ მის უნიკალურ ისტორიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხომულში თეთრა მღვიმის დათვალიერებისას განაცხადა.

ახალი ტურისტული სივრცის შესახებ ინფორმაცია პრემიერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გააცნო.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა,  თეთრა მღვიმე 2021 წელს გაიხსნა და ნაღვენთებით გამორჩეულ უძველეს მღვიმეს წარმოადგენს. მღვიმეში მოწყობილია სპეციალური სივრცე, სადაც ღვინის დაძველებისთვის შესაბამისი გარემოა შექმნილი. აღნიშნულ სივრცეში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა ადგილობრივი წარმოშობის ღვინოები დააგემოვნონ.

ეკოტურისტული სივრცე საშუალებას იძლევა, მოეწყოს  ქართული და უცხოური ღვინის გამოფენები, კონფერენციები და  ტრადიციული ფესტივალები. დაგეგმილია პირველი ღვინის მაღაზიის მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება მღვიმეში დაძველებული ღვინოები.
 

კერძო ინვესტიციის ფარგლებში განხორციელებული პროექტის ღირებულება 400 000 ლარამდეა. მღვიმის ტერიტორიაზე აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, მოეწყო ღვინის სადეგუსტაციო და ტურისტული  დანიშნულების ლოკაცია და ბილიკები. მღვიმე აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სახანძრო და ავარიული უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟდა თანამედროვე  გარე  და შიდა განათების სპეციალური სისტემა. თეთრა მღვიმე პირველია, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
 
თეთრა მევიმეში პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად იმყოფებოდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics