00:32 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 13:55:21, 411 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა

სამგორში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. რეაბილიტაციის შედეგს დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტით, ე.წ. კაიროს დასახლებაში კომუნიკაციებისა და უგზოობის მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდა.

 „ე.წ. კაიროს დასახლებაში მიმდინარე პროექტი დასრულდა. ჩვენ გვახსოვს, აქ რამდენად რთული ვითარება იყო. განსაკუთრებით წვიმიან ამინდებში ადამიანები ვერ გადაადგილდებოდნენ. სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები, რაც მანამდე არ არსებობდა. გაყვანილ იქნა სანიაღვრე სისტემა და წყალარინების ქსელი. წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე 300-მდე ოჯახი,  წყალარინების ქსელზე კი 600-მდე ოჯახი დაერთდა. ჩვენს ქალაქში კიდევ ბევრი ასეთი პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ე.წ. კაიროს დასახლებაში საგზაო  ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარით დაფინანსდა.

ღონისძიებას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics