|
2021-09-02 20:25:29, 448 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში იმუნიზაციის პროცესი ყოველდღიურად ფართოვდება
აჭარაში იმუნიზაციის პროცესი ყოველდღიურად ფართოვდება. Covid-19-ის ვაქცინაციის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობის მიზნით ახალი სივრცე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, კოლეჯ "ახალი ტალღას" შენობაში გაიხსნა. აქ მოქალაქეებს აცრის ჩატარება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.-ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაქცინაციის ახალი სივრცე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელთან, გვანცა გასვიანთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერთან, მიარიან ქათამაძესთან და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან, რუსუდან შავიშვილთან ერთად მოინახულა. "აჭარაში იმუნიზაციის პროცესი შეიძლება ითქვას, აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის შემდეგ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სივრცე, სადაც აცრისთვის წინასწარი რეგისტრაცია არ არის საჭირო ქობულეთში გავხსენით. აქ მოქალაქეებს ვაქცინაცია ფაიზერით და სინივაკით შეუძლიათ. "ახალი ტალღის" შენობაში იმუნიზაციის კაბინეტი მოწყობილია სტანდარტების სრული დაცვით. მოქალაქეებს მომსახურების მიღება 10:00-დან 17:00 საათამდე შეუძლიათ. მე მოვუწოდებ ყველას, ადგილობრივ მოსახლეობას და ქობულეთში მყოფ დამსვენებლებს, ისარგებლონ იმუნიზაციის ახალი სივრცით და დროულად ჩაიატარონ ვაქცინაცია", - აღნიშნა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. "ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია წინასწარი შავშნის მეშვეობით შესაძლებელია "ქობულეთის სამედიცინო ცენტრსა" და "ქობულეთის ევექსის ჰისპიტალში". პერიოდულად ვაქცინაცია ტარდება ქობულეთის სასოფლო საექიმო ამბულატორიებში. დღემდე აჭარაში ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 149 341 დოზა ვაქცინა. ორი დოზით აცრილია 49 234 მოქალაქე, რაც მოსახლეობის პროცენტულ მაჩვენებლზე ასე ნაწილდება, ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 28,4%, ორი დოზით აცრილია 14%."-ნათქვამია განცხადებაში
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)