00:38 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-02 16:36:41, 475 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილის შემდეგ სამხედროებს ბინები ქალაქ გორში გადაეცათ

სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შემდეგ, ქალაქ გორში გაგრძელდა. 128 სამხედრო მოსამსახურემ ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ.-ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით, საცხოვრებელი კორპუსებთან მოეწყო შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსები, მიმდებარე ტერიტორია მოასფალტებულია.

|ახალმოსახელეობა სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

გორში ბინების გადაცემამდე, 31 აგვისტოს სამხედრო მოსამსახურეებს ახალი საცხოვრებელი ფართები თბილისში, ვარკეთილის სამხედრო ქალაქში,  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  და თავდაცვის მინისტრმა გადასცეს. ბინები 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს შორის კენჭისყრის პრინციპით გადანაწილდა.

თავდაცვის სამინისტრომ საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება 2007 წელს აიღო. ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ ახალი საცხოვრებელი ბინით 2000- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყო, რითაც  უწყებამ საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics