00:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 12:15:28, 346 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ მისამართზე იყო მძიმე მდგომარეობა, არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა კომუნიკაციები.

„სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა.  გვახსოვს წლების განმავლობაში, აქ რა მდგომარეობა იყო - არანაირი საგზაო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ქუჩები ატალახებული იყო. განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, მაღალი გამავლობის მქონე მანქანის გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იყო. ასევე, არ არსებობდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. დღეს ყველაფერი განახლებული და რეაბილიტირებულია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შესრულებული სამუშაოების შემდეგ, კმაყოფილი და მადლიერია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების შედეგად, დასახლებაში მცხოვრებ 600 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდა.

„პროექტის ფარგლებში, მოეწყო წყალარინების ქსელი და მასზე დაერთდა 310 ოჯახი;  წყალგაყვანილობის ცენტრალურ ქსელზე დაერთდა 490 აბონენტი; მთლიანად დასახლებაში მოეწყო სანიაღვრე ქსელი; ჯამში, 6 კილომეტრი გზის სავალი ნაწილი რეაბილიტირდა და დაიგო ასფალტის საფარი. დასახლებაში 600 ოჯახს მთლიანად გაუუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები. ერთი მხრივ, მძიმეა, რომ 2021 წელს გვიწევს ელემენტარულ თემებზე  და მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე საუბარი, თუმცა, ეს სამწუხარო რეალობაა. ეს პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა და ძალიან კარგია, რომ აღნიშნულ მისამართზე ყველაფერი მოწესრიგდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ე.წ. კაიროს დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 6 მლნ ლარით დაფინანსდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics