00:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 18:02:21, 552 ნახვა

საზოგადოება
ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია

ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% - 250 მილიონი ადამიანი -  სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ თავის მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ისაუბრა.

"მინდა მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს, რომელთა წყალობითაც ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა. მაგრამ სვლა უნდა განვაგრძოთ. საჭიროა, რომ კიდევ უფრო მეტი ევროპელი აიცრას. ასევე, უნდა დავეხმაროთ დანარჩენს მსოფლიოს, რომ აიცრან. გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას", - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.

იანვარში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოსახლეობის აცრის სასურველ ნიშნულს 2021 წლის ზაფხულისთვის უნდა მიაღწიოს. ეს განიმარტა, როგორც ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა აცრას ზრდასული მოსახლეობის 70%.

დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, მალტაში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 90%, ირლანდიასა და პორტუგალიაში - 80%. ამასთან, ბულგარეთში მხოლოდ მოსახლეობის მეხუთედია სრულად ვაქცინირებული, რუმინეთში - 30%. ხორვატიაში, ლატვიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარია აცრილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics