|
2021-08-31 13:29:59, 513 ნახვა
საზოგადოება
NDI ადგილობრივი არჩევნებისთვის საერთაშორისო საარჩევნო პროგრამას იწყებს
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საქართველოს 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ მაღალი დონის შეხვედრების დაწყება დააანონსა. NDI-ის ინფორმაციით, შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარების, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას; ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. „მაღალი დონის შეხვედრებს NDI-ს სახელით გაუძღვებიან: ჰოვარდ დინი, ვერმონტის შტატის ყოფილი გუბერნატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და კენ უოლაკი, ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი. გუნდის სხვა წევრებს შორის არიან: პერ ეკლუნდი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში; ემი ინგლიში, საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, სენატორი ჯინ შაჰინის ოფისიდან; ჰანა თობურნი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი; კეტ ქოსგროვი, უფროსი საკანონმდებლო თანაშემწე კონგრესმენ ჯერალდ კონოლის ოფისიდან; ბენ კუპერი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი, ევროპის, ენერგო, გარემოსდაცვითი და კიბერუსაფრთხოების საკითხების ქვეკომიტეტიდან; მელისა მუსიო, NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი; პეტ მერლო, NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი; და ალან გილამი, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი. გუნდი ვირტუალურ რეჟიმში პარტიების, ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. აღნიშნული შეხვედრები NDI-ის 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის შემუშავებული, მრავალკომპონენტიანი პროგრამის პირველ ფაზას წარმოადგენს. სექტემბრის დასაწყისში NDI საქართველოში არჩევნების გრძელვადიანი შეფასების, მცირე ზომის მისიას გააგზავნის. ინსტიტუტის გრძელვადიანი ანალიტიკოსები არჩევნებთან დაკავშირებულ რამდენიმე საკვანძო საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: არჩევნების ადმინისტრირება, საარჩევნო კამპანიები, საინფორმაციო გარემო, გენდერისა და ინკლუზიის საკითხები. სექტემბრის ბოლოს, უშუალოდ არჩევნების წინ, მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და არჩევნებში კონსტრუქციულად მონაწილეობის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, NDI-ის გუნდი პარტიების, მთავრობის, საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და დიპლომატიური საზოგადოების წარმომადგენლებთან, დისკუსიების მეორე ეტაპს გამართავს. NDI-ის არჩევნების საერთაშორისო პროგრამა საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში“. – აღნიშნულია NDI-ის ინფორმაციაში.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)