2021-08-31 13:13:56, 563 ნახვა
საზოგადოება
საბავშვო ბაღებში მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება
სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა 4 ოქტომბრამდე შეზღუდული იქნება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა. ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებს“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,