|
2021-08-31 10:51:25, 371 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტროსა და UNDP- ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებისა და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს შეუწყობს როგორც სააგენტოს ორგანიზაციულ გაძლიერებას, ისე მოწყვლადი ოჯახების სოციალური მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას. მემორანდუმის ფარგლებში, სოციალური მომსახურეობის სააგენტო ასევე შეიმუშავებს ახალ გადაწყვეტილებებს მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურებაში, მათ შორის, ისეთ კრიტიკულ სფეროში, როგორიც დასაქმებაა. ამ მიზნით, 2021 წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევა ჩატარდება , რომლის შედეგების საფუძველზეც შემუშავდება და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები დასაქმებისა და სხვა სერვისების ეფექტიანობის გაზრდისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაეთმობა. „გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფუნქციური საქმიანობის შეფასებაში დაეხმარება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევას ჩაატარებს. ეს მემორანდუმი თითოეული ბენეფიციარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ განაცხადა. გარდა ამისა, სოციალური სერვისების სააგენტოს ინსტიტუციური და სტრატეგიული გაძლიერების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ამჟამად სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ორგანიზაციული შეფასება მიმდინარეობს , რაც საფუძველს დაუდებს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას. „სოციალური მომსახურების გაწევა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებას და სიღარიბიდან ამოსვლას ემსახურება. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მან საკუთარი მოვალეობების შესრულება სათანადოდ შეძლოს“,- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ. გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)