01:28 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 18:17:52, 933 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში გასვლითი ბრიგადები აჭარის სოფლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას განაგრძობენ

აჭარის მაღალმთიან სოფლებში, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია გრძელდება.- ინფორმაციას აწარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, გასვლითი ამცრელი ბრიგადები აცრებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღორჯომის, ხოლო შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუთურაულისა და ფურტიოს საექიმო ამბულატორიებში ატარებენ.

"სოფლად ვაქცინაცია ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა.

მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს თავისსავე სოფელში ჩაიტაროს ვაქცინაცია და სასურველი ვაქცინით აიცრას.

ვაქცინაციის მსურველთა სტატისტიკა აჭარაში ყოველდღიურად მზარდია. ამჟამად ადმინისტრირებულია 135 904 ვაქცინა, რაც პროპორციულად ასე გამოიყურება: ერთი დოზით აცრილი გახლავთ მოსახლეობის 26.9 %, ხოლო ორი დოზით 11.7%."- ნათქვამია ინფორმაციაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics