15:45 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 17:07:16, 459 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა

ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარედ, ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა.-ამის შესაახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცლებს.

მათი თქმით, სატუმბი სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უხვი ნალექის დროს ქალაქის დატბორვის საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდება. სანიაღვრე სადგურის მუშაობის პროცესს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად.

"სატუმბ სადგურში სანიაღვრე წყლების შედინება ჯავახიშვილისა და ნინოშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების საშუალებით მოხდება.  სანიაღვრე წყლების ზღვაში გადატუმბვა განხორციელდება 180 სმ. დიამეტრის მილით, რომლითაც სანიაღვრე წყლები ნაპირიდან 200 გრძივი მეტრის დაშორებით, ზღვაში 14 მეტრ სიღრმეში ჩაეშვება.

სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო.  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ეჯიტაში", ქ. ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მე-3 ფაზის ფარგლებში ახორციელებდა. პროექტის შესაბამისად, აშენდა ევროპული სტანდარტების სანიაღვრე სატუმბი სადგური. სატუმბი სადგურის მიმდებარედ მოეწყო მიწისქვეშა 3000 კუბ.მ. შემაკავებელი ავზი, რომელიც უხვი ნალექის პირობებში სატუმბი სადგურის სათანადო ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

სანიაღვრე არხების, სატუმბი სადგურისა და ზღვაში ჩამშვები მილის სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 13 მილიონამდე ევროს შეადგენს.

სამუშაოები ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელდა."-ნათვქმია ინფორმაციაში

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2025 წელს საქართველოში 13 000-ზე მეტი ახალი სამუშაოს მაძიებელი დარეგისტრირდა
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics