16:33 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 16:44:39, 297 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზა დასრულდა

ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) საწვრთნელი ფაზის დახურვის ოფიციალური ღონისძიება გაიმართა. - ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

მათი ცნობით, პროგრამის წარმატებით დასრულება სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და აშშ-ის მე-7 საარმიო კორპუსის მომზადების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ ჰილბერტმა მიულოცეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საბრძოლო მომზადების განვითარების პროცესში GDRP-ის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა და ამერიკელ პარტნიორებს პროგრამის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„მე-9 როტაციის ფარგლებში მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა გაირა. ეს ბოლო ბატალიონია, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გაიწვრთნა. ღონისძიების დასასრულს ქვედანაყოფმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა და მიღებული ცოდნის დემონსტრირება მოახდინა. მე-12 ბატალიონმა მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული თავდაცვითი პოზიციების წმენდა განახორციელა, გაანადგურა მოწინააღმდეგე და  ამოცანით განსაზღვრული რაიონი დაიკავა.

GDRP-ის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მომზადება სულ 9 ბატალიონმა გაიარა. ქვედანაყოფებმა ასეულისა და ბატალიონის დონეზე, რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, დღისა და ღამის პირობებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი სწავლება გაიარეს. 

თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით განხორციელებული ისტორიული ინიციატივაა, რომელმაც ქართული ჯარის მომზადების დონე სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. პროგრამა მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ასევე მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.“-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics