17:37 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 14:34:12, 303 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები განიხილეს.

საუბარი შეეხო თბილისის მეწყრული ზონების მდგომარეობას. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ მასშტაბურ პროექტს, რომელიც ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდის საპრევენციოდ განხორციელდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის სტრატეგიის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს  თბილისის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მხრიდან გაწეული დახმარების როლს დედაქალაქის განვითარებისთვის.

მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული წინასაარჩევნო გარემო და იმედი გამოთქვეს, რომ თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაესწრებიან, მშვიდ და სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის.

კახა კალაძის განმარტებით, მისი, როგორც მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამა აგებულია  თბილისის განვითარებისთვის საჭირო პროეექტებზე, იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც დღეს ისევ რჩება დედაქალაქის გამოწვევად.

თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა
„როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს“ - თამრი ხურცილავა, „სუხიშვილების“ მოცეკვავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics