17:38 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-27 12:31:16, 642 ნახვა

საზოგადოება
დღეიდან სინოფარმის ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია დროებით იზღუდება

ძალიან მალე ველოდებით „სინოფარმის“ დამატებით 100 000 დოზას, მანამდე მინდა განვმარტო, რომ მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა „სინოფარმით“ ვაქცინაცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრეიძის თქმით, „სინოფარმი“ ქვეყანამ იყიდა 600 000 დოზა, რომელიც საკმარისია 300 000 ადამიანის ორჯერადად აცრისთვის, ამიტომ გადადებულია ეს 300 000 დოზა, ვინც მეორეჯერ იცრება ან უნდა აიცრას, შენახულია ყველასთვის.

„პირველ აცრაზე ავედით უკვე სადღაც 260 000 – 270 000 და პლუს კიდევ ვისაც დაჯავშნილი აქვს. შემოვა მეორე პარტია და ველოდებით დამატებით 100 000 დოზა „სინოფარმს“, მანამდე მინდა განვმარტო, რომ მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლაზე შეიზღუდა. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მოვიდეს და აიცრება მეორე აცრაზე. ჩვენ ვთავაზობთ, ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, აიცრან „სინოვაკით“, იგივე დამცველობითი უნარი აქვს, რომელიც გვაქვს საკმაოდ და უკვე 100 000-მდეა „სინოვაკზე“ აცრა. ასევე გვაქვს „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობით, თვის ბოლოს ველოდებით კიდევ დაახლოებით 400 000 დოზა „ფაიზერს“, ანუ ის მილიონი, რაც არის ნაყიდი, იქედან თითქმის უკვე სრულად შემოვა „ფაიზერი“. ჩვენ სექტემბერს შევხვდებით სადღაც მილიონი დოზა „ფაიზერით“. აქედან დაახლოებით 250-300 ათასი დოზა დაჯავშნილია მეორე და პირველი აცრებისთვის. ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია დაახლოებით 350 000 ადამიანი ორჯერადად ავცრათ „ფაიზერით“, – განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
„გაიარე მეტი“ Bridgestone-თან ერთად - თბილისში „თეგეტა მოტორსის“ მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა
„როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს“ - თამრი ხურცილავა, „სუხიშვილების“ მოცეკვავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics