|
2021-08-26 19:13:45, 449 ნახვა
საზოგადოება
გიგა ბოკერია- ახალგაზრდის დღისით-მზისით მოტაცების ფაქტი ივანიშვილის მიერ შექმნილი კლიმატის პირდაპირი შედეგია
„როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრთან მიმართებაში ხდება ასეთი ფაქტები, სადაც ცნობილია, რომ ამას მოყვება მისი პოლიტიკური გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია და მედიის ყურადღება, იქ სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას კიდევ უფრო დაუცველები არიან რიგითი მოქალაქეები,“ - ამის შესახებ ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ბრიფინზე განუცხადა როგორც ბოკერია აღნიშნავს, „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლებისკენ. ამიტომ სანამ ყველაფერი არ გაირკვევა არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოტივებზე. ჩვენთვის, რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალის საკრებილოს წევრობის კანდიდატის ნინო გალახვარიძის შვილი იქნა გატაცებილი ჩვენთვის ამ მომენტისთვის უცნობი პირების მხრიდან, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები არიან საქმის კურსში ჩაყენებული, თქვენ იცით, რომ „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლების მხრიდან სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, მანამდე ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი, ყველა შემთხვევაში იმისდა მიუხედავად რა გაირკვევა, რა არის მოტივი დანაშაულის ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მიდრეკილების მქონდე ახალგაზრდებმა დღისით-მზისით მოიტაცონ ადამიანი არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, მის მიერ შექმნილი კლიმატის შედეგია ეს შესაძლებელი და როგორც წესი ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოტივით ასეთ ქმედებებში არიან შემჩნეულნი კრიმინალური მიდრეკილებების ან კრიმინალში მხილებული პირები არიან წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ მიბმული „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან, ეს არის მათი საფირმო ნიშანი კამპანიის, ამიტომ არის განსაკუთრებულად საგანგაშო ეს შემთხვევა იმიტომ, რომ, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრთან მიმართებაში ხდება ასეთი ფაქტები, სადაც ცნობილია, რომ ამას მოყვება მისი პოლიტიკური გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია და მედიის ყურადღება, იქ სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას კიდევ უფრო დაუცველები არიან რიგითი მოქალაქეები, ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვაკისრებთ პასუხისმგებლობას ქართული ოცნების ხელისუფლებას მიუხედავად იმისა რა მოტივი გაირკვევა საბოლოოდ ამ დანაშაულის, იმ კლიმატის გამო რაც მათ ქვეყანაში შექმნეს და მოვითხოვთ კატეგორიულად საჭირო ზომების მიღებას სამართალდამცავი ოგანოების მხრიდან, ის პირები ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა იქნან დასჯილი. - განაცხადა ბოკერიამ
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)