|
2021-08-26 13:06:23, 418 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - „ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას
კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპონენტებს და ჩვენს მოსახლეობას, რომ „ ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც პასუხისმგებლობით მართა და მართავს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მმართველმა გუნდმა ქვეყანას სიმშვიდე და სტაბილურობა მოუტანა. „მიუხედავად არაერთი ცილისწამებისა, არაერთი ბინძური კამპანიისა, რომელიც მომდინარეობს მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, ჩვენ შევიტანეთ რეალური გარდატეხა და რეალურად მოსახლეობას სიმშვიდე და სტაბილურობა შევთავაზეთ. 8 წლის განმავლობაში ქვეყანას არ ჰქონია კონფლიქტი, არავითარი ომი და არც ექნება მანამ, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი პარტია იქნება სათავეში. ეს ასე იქნება თქვენი მხარდაჭერით, ვინაიდან ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გამოსცადა ყველაფერი - დესტაბილიზაციაც, კონფლიქტებიც, შიდა ომი, ომი ჩვენს მთავარ ოკუპანტთან, რუსეთთან და ომით მიყენებული გამოუსწორებელი ზიანი და შედეგი - რაც არის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ათასობით ჩვენი მოქალაქის დევნილობაში გადმოსახლება და ა.შ. ჩვენი გმირების გმირულად დაღუპვა ომში. ამიტომ, მეგობრებო, კიდევ ერთხელ მობილიზება, სრული მხარდაჭერა გვჭირდება ჩვენი აქტივისტების, ჩვენი მხარდამჭერების, იმისთვის, რომ ღირსეულად გაიმარჯვოს წალენჯიხამ, სამეგრელომ და მთელმა საქართველომ", - განაცხადა პრემიერმა.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)