|
2021-08-26 11:46:28, 446 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ხუთ სხვადასხვა რაიონში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო
სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ, „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით, თბილისში ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისათვის და საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი. „ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისთვის და ამ პროცესის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, თბილისის მერიაში სხვადასხვა ა(ა)იპ-ი შეიქმნა. მათ შორისაა „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, რომლის ერთ-ერთ მიმართულება თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა. ამ მიზნით, დედაქალაქში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე. წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, ე. წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო, მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს. „აღნიშნული ოთახები საბავშვო ბაღების ბაზაზე მოეწყო, ხოლო ინფრასტრუქტურა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა. სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია, როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე - 111-ზე ზარით, ასევე, თვითონ სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ე. წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის მოეწყო შემდეგ მისამართებზე: სამგორის რაიონში, N16 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში, N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში, N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში, N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში, N191-ე ბაგა-ბაღში.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)