18:29 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 10:56:45, 303 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყოველ წელს ხალხი დაიღალა ამ ერთი და იმავე რიტორიკით, გვაქვს შანსი, თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვოთ

თითქმის ყოველ წელს გვაქვს არჩევნები, ყოველ წელს ხალხი დაიღალა ამ ერთი და იმავე რიტორიკით, ლანძღვით, ცილისწამებებით, რომელიც ისმის პოლიტიკოსებისგან, ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მესტიაში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობას სჭირდება კეთილდღეობა და ახლა არსებობს უნიკალური შანსი, თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" ძლიერად გაიმარჯვოს.

„ჩვენ ძლიერად მოვიგეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, მიუხედავად პროვოკაციებისა და მტკიცედ ვაგრძელებთ სვლას. ახლა ჩვენ გვაქვს შანსი და შესაძლებლობა, თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ" ძლიერად, დამაჯერებლად გაიმარჯვოს და მომდევნო 3 წელი ქვეყანას არჩევნები არ ექნება. ამ 3 წელიწადში ჩვენ გავაკეთებთ ძალიან ბევრ პროგრამას და კეთილდღეობას მოვუტანთ ჩვენს მოსახლეობას, შევიტანთ განვითარებას ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics