01:54 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-25 10:35:14, 641 ნახვა

საზოგადოება
ბაკურ ავსაჯანიშვილი მინერალური წყალი „კობის“ საწარმო ქარხნის ხელმძღანელობასა და თანამშრომლებს შეხვდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ბაკურ ავსაჯანიშვილი  წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში  მინერალური წყალი   „კობის“  საწარმოო ქარხნის  ხელმძღვანელობას და  თანამშრომლებს შეხვდა.
„კომპანიამ  სახელმწიფო პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“  მხარდაჭერით,  ღირსეულად გაართვა თავი მკაცრ კლიმატურ, რელიეფურ თუ სხვა ტექნიკურ პრობლემებს  და ეკონომიკურად  სტრატეგიული მნიშვნელობის,  მაღალტექნოლოგიური  წარმატებული საწარმო  აამოქმედა, სადაც დასაქმებულთა 85 % ადგილობრივი მოსახლეა. მოხარული ვარ, რომ ეს  წარმატების ისტორია მოხევეებთან  ერთად იწერება. ახლა, ჩვენი  სოფლის კობის მაგალითზე  დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფო  და კერძო სექტორის კეთილგონივრული თანამშრომლობა დადებით გავლენას ახდენს, როგორც  ზოგადად ქვეყნის საბაზრო ეკონომიკის, ასევე  რეგიონის   განვითარებაზე.“- აღნიშნა ბაკურ ავსაჯანიშვილმა  და კომპანიას რეგიონში  წარმატებული მაგალითისთვის მადლობა გადაუხადა.

„ყაზბეგის რაიონის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი პრიორიტეტი   კერძო სექტორის განვითარების  ხელშეწყობა იქნება ,  რადგან ამ პროცესს  მოჰყვება ადამიანთა კეთილდღეობა, ეკონომიკური  და პროფესიული განვითარება, რაც საბოლოოდ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის  მნიშვნელოვანი პირობაა.“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics