|
2021-08-23 21:50:12, 618 ნახვა
საზოგადოება
ეუთო/ოდირი საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებული ეუთო/ოდირმა დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მიუხედავად იმ პოზიტიური ცვლილებებისა,რომელიც გატარდა მოსამართლეების ასარჩევად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო საკმარიი სამართლიანობისა და სანდოობის მოპოვება. ამასთან აღნისნულმა კანონებმა ვერ უზრუნველყო პროცესის არასათანადო პოლიტიკური გავლენებისგან დაცვა .
„2020 წლის ოქტომბრიდან დაწყებული უზენაესი სასამართლოს ამ ახალი მოსამართლეების შერჩევის, წარდგენისა და დანიშვნის ხანგრძლივ პროცესზე სასარგებლო გავლენა მოახდინა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, 3 ODIHR-ის, მესამე ანგარიში საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის შესახებ, 2020 წლის დეკემბერუ – 2021 წლის ივნისი 3 რომლებსაც საქართველოს პარლამენტი თანმიმდევრულად ახორციელებდა 2019 წლიდან, თუმცა საერთო ჯამში აღნიშნულ პროცესებს ხელს უშლიდა თანასწორი პირობების არარსებობა და პროცესში არსებული ის ხარვეზები, რომლებიც საბოლოო ჯამში ეჭვის ქვეშ აყენებდა აღნიშნული დანიშვნების სანდოობას, იმასთან დაკავშირებით რომ ეს დანიშვნები ნამდვილად დამსახურებებზე იყო დაფუძნებული და განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უფრო მეტიც, აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს ეფექტურ პრევენციულ ღონისძიებებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში არასათანადო პოლიტიკური გავლენების გამოსარიცხად, ამასთან ერთის მხრივ პოლიტიკური მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაწეული ძალისხმევის სიმწირემ, მეორეს მხრივ კი, პარლამეტში ნაჩქარევად, დებატების გარეშე ჩატარებულმა განხილვებმა ნამდვილად ვერ შეუწყო ხელი არსებული პრობლემების შემცირებას, ან საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას.“-ნათქვამია დასკვნაში „ეუთო/ოდირის“ განმარტებით იუსტიციის უმაღლემა საბჭომ მიუხედავად ცვლილებებისა, ვერ შელო პროცესის საოველთაო ინკლუზიურობა. „საერთო ჯამში პოზიტიურმა ცვლილებებმა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების მეშვეობით განხორციელდა, გააუმჯობესა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, თუმცა დარჩა რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლებმაც შეასუსტა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების სამართლიანობა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზუნველყო კანდიდატების შერჩევის პროცესის საყოველთაობა და ინკლუზიურობა, რასაც შედეგად მოჰყვა შეზღუდვა კანდიდატთა საერთო რაოდენობაში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გარკვეული ღონისძიებები განახორციელა, რათა მომხდარიყო 43 კანდიდატის მოსმენებზე საზოგადოებრივი წვდომის უზრუნველყოფა. წახალისების მიზნით აღნიშნული მოსმენები ჩაიწერეს და ონლაინ იყო შესაძლებელი მათი ნახვა. სამწუხაროდ, იმ პირობებში როცა გასაუბრებებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ იყო დადგენილი მკაფიო სტანდარტები და სახელმძღვანელო მითითებები, აღნიშნული გასაუბრებების ჩატარების პროცესში გამოიკვეთა მნიშვნელოვანი სხვაობა მათ ხანგრძლივობაში, სტრუქტურასა და საერთო ატმოსფეროში, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამ პროცესში კანდიდატებისთვის გათვალისწინებული თანასწორობა. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული შიდა წინააღმდეგობები, წევრებსა და ზოგიერთ კანდიდატს შორის მტრული შელაპარაკებები, ზიანს აყენებდა 7 ევროპის საბჭოს ევროპული კომისია დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია) გადაუდებელი დასკვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამარლეების შერჩევასა და დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც 16 აპრილს გამოქვეყნდა და 2019 წლის 21-22 ივნისს დამტკიცდა ვენეციის კომისიის მიერ. 8 პროცესების პროფესიონალურ დონეზე ჩატარებას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი მონაწილე წევრის მიერ ინტერესთა კონფლიქტის პრინციპების დარღვევა აგრეთვე საფრთხეს უქმნიდა კანდიდატთა წარდგენის პროცესის სამართლიანობას“-ნათქვამია დასკვნაში
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)