|
2021-08-20 11:15:19, 554 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებისათვის, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სესია ჩატარდა
COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, ფოსტის თანამშრომლებისათვის, საინფორმაციო სესია ჩატარდა. სესიის მიზანი გახლდათ, ფოსტის თანამშრომლებისათვის, ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, უახლესი ინფორმაციის მიწოდება. საინფორმაციო სესიას უძღვებოდა მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე. შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტა“, თბილისსა და რეგიონებში, საკუთარი თანამშრომლების ნებაყოფლობით ვაქცინაციას ახორციელებს. კომპანიამ აცრის მსურველები უკვე დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო. აღნიშნულ ეტაპზე, „საქართველოს ფოსტაში“ 2100 - მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათი ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად განხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)