|
2021-08-18 10:08:42, 657 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 6 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იმყოფებოდა, სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს 6 მოქალაქე , რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, ცოტა ხნის წინ უნგრული ბორტით სამშობლოში დაბრუნდნენ. -ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამშობლოში დაბრუნებულ ექვს მოქალაქეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფი საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების გამოყვანის საკითხზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს. „საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად, დღეს, საქართველოს 6 მოქალაქე ავღანეთიდან დაბრუნდა სამშობლოში, უსაფრთხოდ რა თქმა უნდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოგეხსენებათ, ავღანეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, სიტუაცია არ არის პროგნოზირებადი, რამაც აუცილებელი გახადა ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში ევაკუაცია, დროულად დაბრუნება. ეს პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მოქალაქეების გარკვეული ჯგუფი კვლავ იმყოფება ავღანეთში, შესაბამისად, საქართვლო პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ყველა უწყებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოხდეს დამატებითი ავიარეისების ორგანიზება, რომლის საშუალებითაც უახლოეს პერიოდში ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდებიან", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. საქართველოს მოქალაქეები ავღანეთში, კერძო კონტრაქტით, ამერიკულ კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)