02:44 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 18:28:29, 496 ნახვა

საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

დღეს სოფელ ქვემო გომში  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მედიკოსების მობილური ბრიგადა ჩავიდა.-ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

 მათი ცნობით, 40 ადგილობრივი მაცხოვრებლების იმუნიზაციის პროცესი ექიმებმა ნინო გრილავამ, სერგო ოჩიგავამ და გია ფანჩულიძემ განახორციელეს.

მოსახლეობის ვაქცინაცია სოფელ ლამისყანასა და ქვემო ჭალაში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის (გორი) ექიმმა ალექსანდრე მეგრელიშვილმა ჩაატარა.

„ალექსანდრე ექიმი, რომელსაც მეორე აცრის დღე 17 აგვისტოს ქონდა დაჯავშნული,  ლამისყანელებთან ერთად საჯაროდ აიცრა.ექიმთა ბრიგადას ვაქცინაციამდე მერიაში შეხვდნენ  და ვაქცინაციის პროცესს დაესწრნენ კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი და მერიის ა(ა)იპ ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნანა ნონიაშვილი.დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში სულ 107 მოქალაქე აიცრა.იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.აცრა ნებაყოფლობითია, დაიცავი საკუთარი  თავი  და გარშემომყოფი ადამიანების ჯანმრთელობა.“-ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics