2021-08-17 11:26:29, 1884 ნახვა
საზოგადოება
დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეში სავალდებულო ხდება
დღეიდან პირბადის ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, სავალდებულო იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას და დღიდან, შიდა და გარე სივრცეში, სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან