|
2021-08-16 19:39:20, 679 ნახვა
მსოფლიო
თურქეთი კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების ასაკს 15 წლამდე ამცირებს
თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების ასაკობრივი ზღვარი 15 წლამდე მცირდება, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ვაქცინაციის საშუალება მიეცემათ 12 წლის ასაკიდან იმ ბავშვებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადება აქვთ. აღსანიშნავია, რომ აქამდე თურქეთში ვაქცინაცია 18 წლის ასაკიდან იყო შესაძლებელი. ამასთან, ქვეყანაში იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ, ვაქცინის მეოთხე დოზით აცრის საშუალება ექნებათ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განმარტებით, ვინაიდან, ზოგიერთი ქვეყანა თავის ტერიტორიაზე შესასვლელად იმ მოქალაქეებს უშვებს, რომლებსაც „ფაიზერის“ ორი დოზა აქვთ გაკეთებული, იმ პირებს, რომლებსაც პირველი და მეორე დოზა „სინოვაკით“, მესამე კი „ფაიზერით“ აქვთ აცრილი, მეოთხე დოზის „ფაიზერით“ აცრის შესაძლებლობა ექნებათ.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)