03:08 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 15:16:38, 593 ნახვა

საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეცნობა

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი არსებული გამოწვევების შეფასებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად კონკრეტული გეგმის შემუშავების მიზნით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება  ვაქცინაციის პროცესის გაფართოებაზე გამახვილდა. სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  განიხილეს ინფიცირებულ პაციენტთა კლინიკური მართვის პროტოკოლი და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის მიმდინარეობის საკითხები.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics