02:08 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-12 10:54:15, 455 ნახვა

საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსთავში მოქმედი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 ივნისიდან დღემდე, რუსთავში მოქმედი მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების ინსპექტირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის გამკაცრება ახალ რეგულაციებს უკავშირდება - 2021 წლის 1 ივნისიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის წარმოების მიზნით, ინსტრუმენტული მეთოდით, უწყვეტად განსაზღვროს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა.

„დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ ინსპექტირება განხორციელდა შემდეგ საწარმოებში: შპს „რუსთავის ფოლადი“, შპს „ჯეოსთილი“, შპს „რუსელოისი“, შპს "ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“, სს „რუსთავის აზოტი“, შპს „რუსთავი სთილ კორპორეიშენ კომპანი“, შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“, შპს „ჯეოფერომეტალი“, შპს „არსემ კორპი“ და შპს „ეი-ემ-ბი ალოისი“.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ არცერთი საწარმოს მიერ არ იყო შესრულებული ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულება.

აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიების მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76-ე (1) მუხლის I ნაწილით და მასალები განსახილველად შესაბამის სასამართლოში გადაიგზავნა.

უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, პირველ ჯერზე, ჯარიმა 10 ათას ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში კი, ორმაგდება. სამართალდარღვევის ყველა მომდევნო ჯერზე ჯარიმად განსაზღვრულია 40 ათასი ლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ რეგულირების ობიექტების ინსპექტირებისას, გამოვლინდა სხვა ისეთი სამართალდარღვევებიც, როგორიცაა, მაგალითად, აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, გაუმართაობა, უქონლობა, ასევე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, შესაბამისი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე საქმიანობისა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics