|
2021-08-11 18:19:34, 516 ნახვა
საზოგადოება
მებაჟე ოფიცრების მიერ, გადასახადისთვის თავის არიდების მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა - „აეროპორტის" მებაჟე-ოფიცრებმა გადასახადისთვის თავის არიდებისა და საგადასახადო ვალდებულების შემცირების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. -ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, კომპანიის მიერ, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში (არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან), დეკლარირებული იქნა 111 ცალი (Iphone, Samsung) მობილური ტელეფონი, რომელთაგან 135 192,99 ლარის ღირებულების 100 მობილური აპარატი თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით მეორადი გამოყენებისას წარმოადგენდა. „რისკის პროფილის საფუძველზე, აღნიშნულ დეკლარაციას წითელი დერეფანი განესაზღვრა. უფლებამოსილი პირის მიერ, იმპორტირებული საქონლის ზუსტი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ 239 422, 39 ლარის საბაჟო ღირებულების მობილური ტელეფონები წარმოადგენდა არა მეორად აღდგენილ, არამედ სრულიად ახალ (გასააქტიურებელ) ტელეფონებს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.“ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)