|
2021-08-10 20:57:42, 785 ნახვა
საზოგადოება
თენგიზ ცერცვაძე სააკაშვილზე -დამისახელოს ბატონმა მიხეილმა ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ჩემი ნათქვამი გამოდგა სიცრუე
„დამისახელოს ბატონმა მიხეილმა ან ნებისმიერმა კრიტიკულმატელევიზიამ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ჩემი ნათქვამი, განსაკუთრებით ტელეეკრანებიდან ნათქვამი, გამოდგა სიცრუე. ასეთ ფაქტს ვერავინ ვერ გაიხსენებს.“- ამით ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ერცვაძემ მიხეილ სააკაშილის ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ის და ლევან რატიანი ფრონტის წინა ხაზზე იდგნენ ვირუსთან ბრძოლისას. მათ კლინიკებში მოხვედრილი ჰოსპიტალიზირებული პაცენტების სიკვდილიანობის დაბალი დონით ისინი მოწინავე არიან არა მხოლოდ საქართვლოში არამდ მსოფლიოში. „იცით, მე პატივს ვცემ ბატონ მიხეილს, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და არ მინდა, მას არაკორექტულად ვუპასუხო, მაგრამ ყველა ხვდება ალბათ და ყველამ იცის, რომ სიცრუე ის იყო, რაც მან ბრძანა. მან თქვა, რომ ქედს იხრის ექიმების და გმირი ექიმების წინაშე, რომ არ დაეკარგა ამომრჩევლის ხმები, ამავე დროს ამოარჩია სამი ექიმი, პაატა იმნაძე, ლევან რატიანი და მე, რომლებიც პირველივე დღიდან და პირველივე წუთებიდან არა ფრონტის წინა ხაზზე, არამედ წინა ხაზის წინ ვიდექით. ანუ ჩვენ ცუდები ვართ და დანარჩენი კარგები. ახლა ხალხი განსჯის, რამდენად დაუჯეროს ბატონ მიხეილს, რომ იმნაძემ, რატიანმა და მე არ გავაკეთეთ და ჩვენი პირდაპირი მოვალეობა არ შევასრულეთ და ჩვენი პირდაპირი საექიმო საქმე არ გავაკეთეთ და ვმონაწილეობდით რაღაც შეკრებებში ან მითუმეტეს სიცრუეს ვეუბნებოდით მოსახლეობას. დამისახელოს ბატონმა მიხეილმა ან ნებისმიერმა კრიტიკულმა ტელევიზიამ ერთი ფაქტი მაინც, როდესაც ჩემი ნათქვამი, განსაკუთრებით ტელეეკრანებიდან ნათქვამი, გამოდგა სიცრუე. ასეთ ფაქტს ვერავინ ვერ გაიხსენებს. მე მინდა შევეხო, ჩემი გვარი ახსენა ცოტა შეურაცხმყოფელ ფორმაში - აცანცარებული ცერცვაძე - და ახლა აცანცარება და ცანცარი, რომელს უფრო შეეფერება, მე თუ ბატონ მიხეილს, ხალხმა გადაწყვიტოს. მან თქვა, რომ ლევან რატიანს როგორ ამოეღება ხმა, როდესაც აქვს მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე უარესი მდგომარეობა თავის რეანიმაციაში. ცოცხალი ტყუილი,რას ჰქვია ყველაზე უარესი მდგომარეობა კი არა, ერთ-ერთი საუკეთესო მდგომარეობა აქვს, როგორც სხვა ქვეყნებთან შედარებით, ისე საქართველოს სხვა რეანიმაციულ სამსახურებს შორის და ვინ-ვინ დღე და ღამ მუშაობს ლევან რატიანი მუხლჩაუხრელად . როგორ შეიძლება ლევან რატიანზე ამის თქმა, რომ ის ან არასაკმარისად მუშაობს ან ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს. მე ვიტყოდი ბატონ მიხეილზე,იქნებ ჩვენზეც თქვას რომ ცუდი მაჩვენებლია, 1%-ია სიკვდილიანობა ჩვენს კლინიკაში.1% არა ყველა შემთხვევის არამედ ჰოსპიტალში შემოსული მძმე ავადმყოფების 1%, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში და მსოფლიოში.-განაცხადა ცერცვაძემ
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)