2021-08-09 20:08:14, 537 ნახვა
საზოგადოება
ძლიერმა ქარმა და წვიმამ გორში პრობლემები შექმნა
ძლიერმა ქარმა და წვიმამ გორში პრობლემები შექმნა. არსებული ინფორმაციით, ქარმა ქალაქში 3 საცხოვრებელ კორპუსს გადახადა სახურავი და სამი ხე წააქცია, დაიტბორა ქალაქის ქუჩების ნაწილი
მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. შემთხვევის ადგილებზე გორის მერიის შესაბამისი უწყების, კეთილმოწყობის სააგენტოს და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,