|
2021-08-07 15:14:14, 953 ნახვა
მსოფლიო
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ „თბილსერვისის“ თანამშრომლები სამუშაოს ულტიმატუმის გარეშე დაუბრუნდნენ
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელიშვილის განცხადებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სამუშაოს ყოველგვარი ულტიმატუმებისა და წინაპირობების გარეშე დაუბრუნდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ის, რაც გუშინ მოხდა, იყო სამწუხარო გაუგებრობა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ასეთი ურთიერთობის საჭიროება მერიასა და მის თანამშრომლებს შორის არ არსებობს. დღეს მე მათთან მქონდა ძალიან ადამიანური, გახსნილი შეხვედრა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღევანდელი მათი გასვლა ხაზებზე ყოველგვარი წინაპირობებისა და ულტიმატუმების გარეშე მოხდა. ამას ვამბობ „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების სახელითაც. ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და მინდა, ამისთვის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს თანამშრომელთა მოთხოვნები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულებულია. „დასუფთავების ტექნიკის გადახალისება გრძელდება. ასევე, უნიფორმებთან დაკავშირებით მცირე შეფერხება იყო, თუმცა უახლოეს პერიოდში საუკეთესო უნიფორმებს მიიღებენ. ხელფასებს რაც შეეხება, ჩვენ შეპირებული ვიყავით, რომ იანვრიდან მათ გაეზრდებოდათ ხელფასები და ამაზე ვმუშაობდით. ჩვენ ჩვენს სიტყვას შევასრულებთ. დანარჩენი ძალიან ტექნიკური დეტალებია, რომელიც სამუშაო გრაფიკს შეეხება. შევთანხმდით, რომ 15 დღის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდით, დავსხდებით, განვიხილავთ და ერთობლივად გადავწყვეტთ, ამ ტექნიკური საკითხებიდან რომელია მისაღები“, - განაცხადა ილია ელოშვილმა. „თბილსერვის ჯგუფის“ ყველა თანამშრომელი სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.
კობახიძე - არ შეიძლება სერიოზული კომენტარები ვაკეთოთ ბატონი გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, რომ საკუთარი ცოდვები გადაფარონ
კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე - არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ვაშლიჯვარში კლდე ცამოიშალა და სახლი მოიყოლა- ერთი ადამიანი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)