2021-08-07 10:48:42, 639 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერება ინსტიტუტის - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები, თბილისის დროით 08:28 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
ამასთანავე, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრა 4.0 მაგნიტუდის სიდიდის იყო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან