|
2021-08-05 17:20:02, 422 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გოგა კბილაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ კბილაშვილი არასდროს ყოფილა ნასამართლევი. როგორც უწყების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ სიცრუეს და ყალბ ინფორმაციას, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში თანამდებობაზე დაინიშნა ნასამართლევი პირი. ბაღდათის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი - გოგა კბილაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2003 წლიდან მუშაობს. კბილაშვილი არასოდეს ყოფილა ნასამართლევი ან მსჯავრდებული. აღნიშნული ინფორმაციის გადაუმოწმებლად გავრცელება წარმოადგენს "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს. არც ერთი მედია საშუალების წარმომადგენელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებია. მედიასაშუალებების მიერ მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად პოლიციის იმიჯის შელახვა, საზოგადოებაში უწყების მიმართ ნდობის შესუსტება და პოლიციელთა დისკრედიტაცია”, - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)