03:44 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 16:48:28, 701 ნახვა

საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე - მთელი საპატრიარქოს ადმინისტრაცია და ეპისკოპატი ანუ სინოდი შესაცვლელი

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხაებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სუს-ი უკანონოდ უსმენს, უთვალთვალებს და კომპრომანტებს აგროვებს მთელს ეპისკოპატზე.

დეკანოზის თქმით, პირადად იცის, რომ სუს-ი ერთ-ერთი ეპისკოპოსისა და მორჩილი ქალის სექსუალურ ცხოვრებაზე მასალებს ფლობს.

"წმინდა" სინოდის წევრმა, მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა აღიარა საჯაროდ რომ მას მუდმივად უსმენს სუსი ტელეფონზე და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი (ანუ სექსის) კადრებიც აქვს სუსს და მშვიდადაა, რადგან პირობა მისცეს, არ გამოგიქვეყნებთო. ეს ეხება წინა ხელისუფლების პერიოდს და იმედი აქვს ეს შეთანხმება ოცნების ხელისუფლების პირობებშიც ძალაში რჩება????
რა თქმა უნდა, სუსი უკანონოდ უსმენს, უთვალთალებს და კომპრომატებს აგროვებს მთელს ეპისკოპატზე და სამღვდელოებაზე. ეს ახალი არაა, პირადად ვიცი, როგორ აქვთ ერთი ეპისკოპოსის ქალ მორჩილთან სექსუალურ ცხოვრებაზე მასალები. რა თქმა უნდა, ეს დიდი ტრაგედიაა, უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ეპისკოპოსის მრუშობა, რადგან ამ კომპრომატებით მონის მდგომარეობაში ჰყავთ ეს პირები და ადვილად მართავენ. ანუ ეკლესია არის უღირსი ხელისუფლების ტყვე. მაგრამ რაღა ეკლესია, სადაა ეკლესია, ეს ხომ ბუტაფორიაა და მთელი ქვეყანაა ტყვეობაში. ამიტომ ვიმეორებ არაერთგზის ნათქვამს, რომ მთელი საპატრიარქოს ადმინისტრაცია და ეპისკოპატი ანუ სინოდი შესაცვლელია." - წერს დეკანოზი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics