03:44 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 12:51:12, 531 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო პრობაციონერთა კონტროლის ინოვაციურ მექანიზმს ნერგავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის ახალი მექანზმი ამოქმედდება. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი სისტემა Probbox, პრობაციონერთა კონტროლსა და რეგისტრაციას მუნიციპალური კუთვნილების გარეშე განახორციელებს - ამის შესახებ დღეს 10 იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, Probbox სისტემა აღჭურვილი იქნება ვიდეო გადაღებისა და დაქტილოსკოპიური აპარატით.  პრობაციონერის გამოცხადება probbox-თან, ასევე, მის მიერ განრიგის დარღვევა ავტომატურად აისახება საქმისმწარმოებელი ოფიცრის ბაზაში. Probbox ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განთავსდება.

,,პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმი, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და ამავდროულად დაზოგავს ადამიანურ რესურსს" - დასძინა რატი ბრეგაძემ სამოქმედო გეგმის პრეზეტაციაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics