06:11 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 12:26:31, 313 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე- 2030 წლისთვის, იუსტიციის სახლებმა მთელი საქართველო უნდა მოიცვას

იუსტიციის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და 2030 წლისთვის იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, -  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.   
 
მინისტრის ინფორმაციით, 2021 და 2022 წლებში საქართველოს მასშტაბით, ოთხი ახალი იუსტიციის სახლი გაიხსნება, 2023 წლამდე კი საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოს კიდევ 10 სოფელს მოემსახურება.

,,ინტენსიურად განვავითარებთ თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებულ და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას, რის შედეგადაც 2030 წელს ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მომსახურების მიღებას ყველა მუნიციპალიტეტში, მასთან ყველაზე ახლოს მდებარე იუსტიციის სახლში“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 
 
იუსტიციის სამინისტროს 10 წლიანი პროგრამის ფარგლებში, იუსტიციის სახლის დამატებითი ფილიალები თბილისშიც აშენდება, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სერვისებზე მეტ ხელმისაწვდომობასა და მომხმარებელთა ნაკადების განტვირთვას, აღნიშნა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics