07:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-04 10:30:44, 340 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ქალაქ პეკინში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას 50-მდე დისტრიბუტორი, სომელიე და კვების ინდუსტრიის წარმომადგენელი დაესწრო
ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ტარდება.
სააგენტოს მხარდაჭერით, ქალაქ პეკინში, „ქართული ღვინის საპრომოციო ცენტრში" ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. პროფესიონალი სტუმრების წინაშე ქართული ღვინის მრავალფეროვნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ დოქტორმა ჰუანგ იუტონგმა ისაუბრა, ხოლო დეგუსტაციას ღვინის პროფესიონალი კესიდი დარტი უძღვებოდა.
ქართული ღვინის წარდგენას 50-მდე დისტრიბუტორი, სომელიე და კვების ინდუსტრიის წარმომადგენელი დაესწრო. აღნიშნული ღვინის ნიმუშები  ჩინეთში წარმოდგენილი ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ შეირჩა.
ქართული ღვინის ექსპორტის მიმართულებით, 2021 წელი პოზიტიური ტენდენციით დაიწყო - მიმდინარე წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 3,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics