07:03 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 12:37:14, 578 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე - რეკომენდაციებში განიხილება რესტორნებში მხოლოდ აცრილების ან წინასწარ გატესტილების დაშვება

მე ვემხრობი მივიღოთ  მკაცრი შეზღუდვები, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ უნდა მოითხოვოს შეზღუდვა, განსაკუთრებით კი მათ ვინც ხალხის სახელით საუბრობს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე რა შემთხვევაში დაწესდება მკაცრი შეზღუდვები იმნაძე პასუხობს, რომ პოლიტიკურ ჯგუფებში უნდა იყოს კონსესუსი და რაც შეეხება რეკომენდაციებს განიხილება დიდ თავშეყრებზე მხოლოდ აცრილი ან გატესტილი ადამიანების დაშვება.

,,მე ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს, ამისთვის საჭიროა არამხოლოდ საბჭოში კონსეუსი არამედ ქვეყანაში კოსნენუსი. რეკომენდაციებში განიხილება რესტორნებში მხოლოდ აცრილების ან წინასწარ გატესტილების დაშვება. რაც შეეხება ქორწილებს იყო წინადადება 50-მდე გაიზარდოს რაოდენობა თუ ყველა აცრილი ან წინასწარ გატესტილი იქნება. მოწოდებები ამ საკითხზე იქნება. ეს ყველაფერი  კიდევ ერთხელ ამ ერთი კვირის განმავლობაში განიხილება.’’ - განაცხადა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics